“პირადად მე, დღეს თქვენგან გავიგე, რომ რომელიღაც მანდატური შეესწრო ფაქტს“-თინათინ ყენია

“პირადად მე, დღეს თქვენგან გავიგე, რომ რომელიღაც მანდატური შეესწრო ფაქტს“-თინათინ ყენია

“პირადად მე, დღეს თქვენგან გავიგე, რომ რომელიღაც მანდატური შეესწრო ფაქტს“, – ამის შესახებ თბილისის 51-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილემ, თინათინ ყენიამ პარლამენტის საგამოძიებო დროებით კომისიის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ სკოლის საპირფარეშოში მომხდარი ინციდენტის შესახებ, რომელსაც მანდატური შეესწრო, პირველად გაიგო.

ამასთან, ყენია ამბობს, რომ ის ხორავას ქუჩიდან პირდაპირ პოლიციაში წავიდა, სადაც გაიგო, რომ სკოლის საპირფარეშოში რაღაც ინციდენტი მოხდა. ამის შემდეგ, ყენიასა და სკოლის დირექტორის, მარინა თურქაძის თქმით, ორივე მათგანმა გამოკითხეს მანდატურები, რომლებმაც თქვეს, რომ აღნიშნული ინციდენტის შესახებ არაფერი იცოდნენ. ყენიას თქმით, თუკი მანდატური რაიმე ფაქტს შეესწრებოდა, იმ მოსწავლეს აუცილებლად მიუყვანდა დირექტორს, თუმცა უბედურ შემთხვევამდე, ეს არ მომხდარა.

“პირადად მე, დღეს თქვენგან გავიგე, რომ რომელიღაც მანდატური შეესწრო ფაქტს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არც ერთ მანდატურს ამის შესახებ არ უთქვამს“, – განაცხადა მანანა თურქაძემ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო დავით სარალიძე, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები