ფრაქცია ”ქართული ოცნების” ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს რომან გოცირიძეს მიმართა.

ფრაქცია ”ქართული ოცნების” ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს რომან გოცირიძეს მიმართა.

ფრაქცია ”ქართული ოცნების” ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს რომან გოცირიძეს მიმართა.
როგორც მამუკა მდინარაძემ გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობაზე საუბრისას აღნიშნა, დანაშაულია არა კონსტიტუციური უფლების გამოყენება, არამედ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარ დაპირება გარკვეული მოცემულობების შესრულების შემთხვევაში ამა თუ იმ შედეგის დადგომაზე.
”თქვენ იურისტი არ ბრძანდებით, მაგრამ მაინც არ გეპატიებათ ასე პირდაპირ მოტყუება ჩვენი თანამოქალაქეების. გასაგებია, რომ არაფერი დაგიშავებიათ თქვენ და თქვენს პოლიტიკურ ლიდერს, ყვაოდა ეს ქვეყანა 9-10 წლის განმავლობაში, ადამიანის უფლებები იყო დაცული და შუქურა იყო ქვეყანა დემოკრატიის. ეს ვიღაცეებმა, რამდენიმე ათეულმა თუ ასეულმა ადამიანმა დაიჯერა. რეალურად ხომ ყველამ კარგად ვიცით რა ხდებოდა. მე როგორც იურისტმა, შემიძლია გითხრათ, რომ კონსტიტუციური უფლებების გამოყენება კი არ არის დანაშაული, დანაშაული არის კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარ დაპირება გარკვეული მოცემულობების შესრულების შემთხვევაში ამა თუ იმ შედეგის დადგომაზე. ამაზე წინასწარ არ ვილაპარაკებ, რადგან საქართველოში, თქვენი ხელისუფლებისგან განსხვავებით, არის ობიექტური სასამართლო და თუ დადასტურდება, ამას ბეჭედს დაუსვამს სასამართლო. ამით დადასტურდება რეალური სახე თქვენი ხელისუფლების და თქვენი ლიდერის”, – განაცხადა მდინარაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები