ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქეთევან წამებულის ქუჩაზე ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვების შედეგად 7 ადამიანის გარდაცვალების გამო და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
„დიდი ტრაგედია დაატყდა ჩვენს ქალაქს, 7 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ბუნებრივი აირის გაჟონვას. ფრაქციის წევრები ვუსამძიმრებთ თითოეული მათგანის ოჯახსა და ახლობლებს. იმედს გამოვთქვამთ, რომ მსგავსი ტრაგედიები აღარ განმეორდება“, – ნათქვამია ფრაქციის წევრების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები