ფრაქცია ევროპული საქართველო თბილისის მთავრობას მხარს არ დაუჭერს. საკრებულოს წევრის გოკა გაბაშვილის თქმით, კალაძის მიმართ მთავარი შეკითხვა იქნება – “საიდან შეარჩია შავბნელი, შავრაზმული, ჰომოფობიური, ქსენოფობიური წარმომადგენელი მერიის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”.
გაბაშვილი აღნიშნავს, რომ კალაძეს ასევე ჰკითხავენ, “რატომ ვერ შეძლო ნარმანიასთვის სუს-ის მიერ მიჩენილი მოადგილის, ნიკოლეიშვილის გამოცვლა”.
“ეს არის ძირითადი შეკითხვები კალაძის მიმართ. რა თქმა უნდა, მხარს არ დავუჭერთ, ვერანაირ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ მერიაში კალაძის საქმიანობაზე” – აცხადებს გოკა გაბაშვილი.
თბილისის მერი დედაქალაქის მთავრობის ახალ წევრებს საკრებულოს დასამტკიცებლად დღეს წარუდგენს. სხდომა 17:00 საათზეა ჩანიშნული.
კატეგორიები:
პოლიტიკა
მსგავსი სიახლეები

თეა წულუკიანი: შეიქმნება სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი, რომელიც სამართალდამცავთა შესაძლო დანაშაულებს გამოიძიებს

საქართველოს კანონებში “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” და “მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” ცვლილებების ინიციატივის ავტორი ქართული ოცნების დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძეა.

აკაკი ზოიძე ეხმაურება მთავრობის ინიციატივას, ყველაზე დაუცველი ბავშვებისათვის სოციალური დახმარების 10-დან 50 ლარამდე გაზრდის შესახებ.
