ფრანსუა პეშომ კომენტარი გააკეთა მსოფლიო ბანკის Doing Business 2019-ის რეიტინგში საქართველოს დაწინაურებას.

ფრანსუა პეშომ კომენტარი გააკეთა მსოფლიო ბანკის Doing Business 2019-ის რეიტინგში საქართველოს დაწინაურებას.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელმა საქართველოში ფრანსუა პეშომ კომენტარი გააკეთა მსოფლიო ბანკის Doing Business 2019-ის რეიტინგში საქართველოს დაწინაურებას. კერძოდ, საქართველომ რეიტინგში მე-6 ადგილი დაიკავა და პოზიცია 3 საფეხურით გააუმჯობესა.
„ვულოცავ საქართველოს ამ მიღწევას. ეს უზარმაზარი მიღწევაა. ის ადასტურებს მთავრობის რეფორმების სისწორეს, რაც ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას და კერძო სექტორის ზრდაზე დაფუძნებულ ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას ემსახურება”, – განაცხადა ფრანსუა პეშომ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლის განცხადებით, „სამომავლოდ ხელისუფლების ამბიციური რეფორმების გეგმის განხორცილება, რომელსაც მხარს უჭერს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა, დიდი მნიშვნელობის იქნება უფრო მაღალი და მეტად ინკლუზიური ზრდის მისაღწევად, ასევე ეკონომიკური და ფინანსური მოწყვლადობის შესამცირებლად.”
საქართველომ პირველად შეძლო და ქვეყნის ქულები 10 ინდიკატორიდან გაუმჯობესდა 7 ინდიკატორში და მხოლოდ 3 ინდიკატორშია უცვლელი. ამასთან, ბიზნესის დაწყების ინდიკატორში საქართველოს მაქსიმალური 100 ქულიდან 99.34 ქულა მიენიჭა. საქართველოს წლევანდელი წარმატება განაპირობა ქვეყნის მთავრობის ეფექტიანმა მუშაობამ. მხოლოდ ბოლო ერთ წელიწადში რეიტინგის მიზნებისთვის აღიარებული 3 რეფორმით – ბიზნესის დაწყება, გადასახადების გადახდა და კონტრაქტების აღსრულება საქართველო მსოფლიოში კვლავ ინარჩუნებს რეფორმატორი ქვეყნის სტატუსს.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები