ფრანგული ჯგუფი Louvre Hotels Group-ი სირიის დედაქალაქ დამასკოში 2 სასტუმროს გახსნის.

ფრანგული ჯგუფი Louvre Hotels Group-ი სირიის დედაქალაქ დამასკოში 2 სასტუმროს გახსნის.

ფრანგული ჯგუფი Louvre Hotels Group-ი სირიის დედაქალაქ დამასკოში 2 სასტუმროს გახსნის. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Monde-ი ავრცელებს.

ხუთვარსკვლავიანი Royal Tulip Semiramis და ოთხვარსკვლავიანი Golden Tulip Mazzeh მუშაობას 2020 წლის გაზაფხულზე დაიწყებენ, მას შემდეგ რაც მათთვის განკუთვნილი შენობების აღდგენა დასრულდება.

France 24-ის ინფორმაციით, ეს არის პირველი დასავლური სასტუმროების ქსელი, რომელიც სირიაში 2012 წელს სამოქალაქო ომის დაწყების შევა.

Louvre Hotels Group-ი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელია. მას 54 ქვეყანაში 1500-ზე მეტი სასტუმრო ეკუთვნის. 2015 წლიდან მას ჩინელი ინვესტორები მართავენ.

2010 წელს სირიას 8,5 მილიონი უცხოელი ვიზიტორი, 2018 წელს კი მხოლოდ 1,8 მილიონი უცხოელი ვიზიტორი ეწვია. მთელი სამოქალაქო ომის განმავლობაში დამასკო ბაშარ ასადის კონტროლის ქვეშ რჩება.

კატეგორიები: მსოფლიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები