ფრანგული გამოცემა – საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზის მნიშვნელოვანი მისია დააკისრა – ემანუელ მაკრონი წარმოედგინა სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე

ფრანგული გამოცემა – საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზის მნიშვნელოვანი მისია დააკისრა – ემანუელ მაკრონი წარმოედგინა სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე

ფრანგული გამოცემა Le Parisien საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის დასწრებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ 7 დეკემბერს ემანუელ მაკრონსა და ნიკოლა სარკოზის შორის შეხვედრა შედგა, რომლის ფარგლებშიც ემანუელ მაკრონმა ყოფილ პრეზიდენტს რჩევები სთხოვა “ყვითელი ჟილეტების” საპროტესტო აქციებით გამოწვეულ კრიზისთან დაკავშირებით.

“გარდა ამისა, საფრანგეთის პრეზიდენტმა მის წინამორბედს მნიშვნელოვანი მისია დააკისრა – წარმოედგინა ემანუელ მაკრონი ყოფილი ფრანგი დიპლომატის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე”, – წერს გამოცემა.

გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნულის თაობაზე საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს. საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ ნიკოლა სარკოზის მჭიდრო კავშირები აქვს საქართველოსთან მას შემდეგ, რაც 2008 წელს რუსეთთან კონფლიქტის დროს შუამავლის როლს ასრულებდა.

გუშინ გამართულ საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციას საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დაესწრო.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები