“ფოტოგრაფი, რომელიც სააკაშვილმა უკანონოდ და ცრუ ბრალდებით დაიჭირა, დღეს მის სასამართლოს იღებს”

“ფოტოგრაფი, რომელიც სააკაშვილმა უკანონოდ და ცრუ ბრალდებით დაიჭირა, დღეს მის სასამართლოს იღებს”

ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ე.წ. ფოტოგრაფების საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი Facebook-ის საკუთარ გვერდზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტოგრაფის, ირაკლი გედენიძის მიერ სასამართლო პროცესზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

„ისტორიული კადრი, ფოტოგრაფი, რომელიც სააკაშვილმა უკანონოდ და ცრუ ბრალდებით დაიჭირა, დღეს სააკაშვილის სასამართლოს იღებს“, – წერს გიორგი აბდალაძე.

2011 წლის 7 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს ევროპის პრეს ფოტოსააგენტო ,,ეპას“ ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე და მისი მეუღლე, რედაქცია ,,პრაიმ ტაიმის“ ფოტორედაქტორი ნათელა გედენიძე.

2018 წლის 22 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ფოტოგრაფები გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ნათია და ირაკლი გედენიძეები გაამართლა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები