ფოთში სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში ქალაქის ცენტრალურ პარკში ხელნაკეთი ნივთებისა და ნატურალური პროდუქტის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ეკოლოგიურად სუფთა ხის პროდუქცია, ტრადიციულ მოტივებზე შექმნილი ნივთები, ნატურალური საკვები, წნული კალათები და ხელნაკეთი მისალოცი ბარათები.
,,ფესტივალის ფარგლებში 18 სოციალური საწარმოს პროდუქცია გამოიფინა. მსგავსი ღონისძიება ხუთ ქალაქში გაიმართება და პროექტის ფარგლებში 25 ახალგაზრდა დასაქმდება“, – აღნიშნა სოციალურ საწარმოთა ასოციაციის აღმასრულებელმა მდივანმა სალომე ხუციშვილმა.
ფესტივალი სოციალურ საწარმოთა ალიანსის ორგანიზებითა და ფოთის მინიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭრით ჩატარდა . ფესტივალი კონცერტით დაიხურა , რომელშიც ადგილობრივი ახალგაზრდა შემსრულებლები მონაწილეობდნენ.
მსგავსი სიახლეები

გიორგი გამსახურდია – ამ სურათებზე ბევრი გარეწარია აღბეჭდილი, დიდი ნაწილი კიდევ ნაცების ელიტაშია მოკალათებული

ნინო ლომჯარიას განცხადებით, ნიკა გვარმიას საქმე რთულ სამართლებრივ საკითხს წარმოადგენს და მნიშნელოვანია არსებობდეს მტკიცებულებბეი, რომ დავა სისხლის სამართლის განსჯადობის საკითხს წარმოადგენს.
