ფოთის 6 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას ხმაური მოჰყვა.

ფოთის 6 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას ხმაური მოჰყვა.

ფოთის 6 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას ხმაური მოჰყვა. ოპოზიციამ თავმჯდომარის პოსტზე ყოფილი მერის, ირაკლი კაკულიას კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა, თუმცა საკრებულოს უმრავლესობამ კაკულია თავმჯდომარედ მაინც აირჩია.

ოპოზიცია ჩატარებულ არჩევნებს უნდობლობას უცხადებს.

საკრებულოს ახალი თავმჯდომარის ირაკლი კაკულიას განცხადებით, აზრთა სხვადასხვაობის არსებობა ნორმალური და დემოკრატიული პროცესია.

„საკმაოდ საინტერესო საკრებულო იქნა არჩეული ქალაქ ფოთის მოსახლეობის მიერ. წარმოდგენილია თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია თითო-თითო კანდიდატით, “ნაციონალური მოძრაობა” 2 კანდიდატით, 18 კანდიდატით „ქართული ოცნება“, აქედან გამომდინარე, აზრთა სხვადასხვაობა იქნება და ჩემი აზრით, ეს არის ძალიან ნორმალური, დემოკრატიული პროცესები,“ – განაცხადა ირაკლი კაკულიამ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები