“ფინანსურ სექტორში ახალი სამართლიანი თამაშის წესები დამკვიდრდება, რომლის ფარგლებშიც, რეგულაციები შეეხება იმ პირებს, რომლებიც დაკავებული არიან სესხების გაცემით და ქონების დაგირავებით”

“ფინანსურ სექტორში ახალი სამართლიანი თამაშის წესები დამკვიდრდება, რომლის ფარგლებშიც, რეგულაციები შეეხება იმ პირებს, რომლებიც დაკავებული არიან სესხების გაცემით და ქონების დაგირავებით”

“ფინანსურ სექტორში ახალი სამართლიანი თამაშის წესები დამკვიდრდება, რომლის ფარგლებშიც, რეგულაციები შეეხება იმ პირებს, რომლებიც დაკავებული არიან სესხების გაცემით და ქონების დაგირავებით”, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ჭარბვალიანობის შემცირება დადებითად იმოქმედებს როგორც ეკონომიკაზე, ასევე, საქართველოს მოსახლეობას შეუმსუბუქებს ფინანსურ ტვირთს.

„მამუკა ბახტაძის ინიციატივები, რომელიც მან ფინანსთა მინისტრობის პერიოდში დააანონსა, ეხმიანება იმ მწვავე პრობლემას, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისთვის კერძო მევახშეებთან ქონების დაგირავებას უკავშირდება. ეს ათეულ ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს მძიმე ტვირთად აწევს. ეს არა მხოლოდ სოციალური, არამედ მაკროეკონომიკური საკითხიცაა, ვინაიდან ეს ადამიანები იძულებით ამოვარდნილნი არიან ეკონომიკის კვლავწარმოების პროცესიდან, ხოლო ჭარბვალიანობა ხელს უშლის სიღარიბის შემცირებას და ეკონომიკური ზრდის თითოეულ ოჯახამდე დასვლას. ამიტომ რეგულაციები ამ სფეროში საჭიროა.

აღნიშნული ცვლილებებით, იზღუდება ლომბარდებისა და კერძო გამსესხებლების სასარგებლოდ რეგისტრირებული ქონებების, ავტომობილების და და უძრავი ქონებების დაგირავება. ასევე, წესდება ლიმიტები, სესხების პროცენტების მაქსიმალური ზღვარი (მაგ: ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 50 % -მდე) ჯარიმებისა და საურავების ოდენობაზე და ა.შ.

ჭარბვალიანობის შემცირება დადებითად იმოქმედებს როგორც ეკონომიკაზე, ასევე, საქართველოს მოსახლეობას შეუმსუბუქებს ფინანსურ ტვირთს”, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები