ფინანსთა სამინისტრო ახალი საგადასახადო ინიციატივის შესახებ, რეგიონებში მცირე ბიზნესის წარმომადგენელებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით, საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს

ფინანსთა სამინისტრო ახალი საგადასახადო ინიციატივის შესახებ, რეგიონებში მცირე ბიზნესის წარმომადგენელებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით, საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს

ფინანსთა სამინისტრო ახალი საგადასახადო ინიციატივის შესახებ, რეგიონებში მცირე ბიზნესის წარმომადგენელებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით, საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს.

ქუთაისში, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა მცირე მეწარმეებისთვის შემუშავებული ახალი საგადასახადო ინიციატივა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს წარუდგინა.

“გრძელდება ახალი საგადასახადო ინიციატივის განხილვა რეგიონებში. როგორც ცნობილია მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივა ითვალისწინებს საშემოსავლო გადასახადის 5-ჯერ შემცირებას, 5%-დან 1%-მდე და ზღვარის გაზრდას 100 ათასი ლარიდან 500 ათას ლარამდე. დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმით ისარგებლებს 120 ათასი მცირე მეწარმე. აღნიშნული რეფორმა ხელს შეუწყობს მცირე ბიზნესის განვითარებას ქვეყანაში”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა.

პრეზენტაციაზე კერძო სექტორის წარმომადგენლები დეტალურად გაეცნენ თუ რას ითვალისწინებს დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შემოღება, როგორ მოხდება მისი ადმინისტრირება და რა შედეგის მომტანი იქნება ახალი საგადასახადო ინიციატივა მცირე და საშუალო ბიზნესის და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. საჯარო განხილვების შემდეგ, დოკუმენტი განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნება.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები