ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის განცხადებით, უწყებაში ნაკლები ბიუროკრატია და მეტი ეფექტიანობა იქნება.

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის განცხადებით, უწყებაში ნაკლები ბიუროკრატია და მეტი ეფექტიანობა იქნება.

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის განცხადებით, უწყებაში ნაკლები ბიუროკრატია და მეტი ეფექტიანობა იქნება. ბახტაძის განმარტებით, უწყებაში საკადრო მასშტაბური ცვლილებები ამ ეტაპზე არ იგეგმება.

“მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველას ნდობის გამოცხადებისთვის. პირველ რიგში, წარმატებულ უწყებას ვიბარებ, სად იქნება ნაკლები ბიუროკრატია და მეტი ეფექტიანობა. სრული პასუხისმგებლობით, ვამბობ რომ აქტიური კომუნიკაცია გვექნება ქართულ ბიზნესთან. მასშტაბურ ცვლილებებს არ ვაპირებ”, – განაცხადა ბახტაძემ.

შსს-ში შეიქმნა, ასევე, ახალი სტრუქტურული ერთეული. შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შერწყმისა და რეორგანიზაციის შედეგად, იქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი, რომელსაც შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი უხელმძღვანელებს. მინისტრის პოსტზე მღებრიშვილს ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია შეცვლის. განათლების ახალ მინისტრად კი მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები