ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მარტინა ქვიქს შეხვდა.

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მარტინა ქვიქს შეხვდა.

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მარტინა ქვიქს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა მრავალწლიანი, ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობის დინამიკა მიმოიხილეს, მათ შორის, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ( SIDA) მიერ საქართველოში მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივა.

ფინანსთა მინისტრმა ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისა და იმ წვლილისთვის, რომელიც შვედეთს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით შეაქვს.

შვედეთის სამეფოს მხარდაჭერით, საქართველოში ფინანსდება ისეთი მნიშვნელოვანი სფეროები როგორიცაა: დემოკრატიული მმართველობის განვითარება, ადამიანის უფლებების დაცვა, განათლების სექტორი, გარემოს დაცვა, ვაჭრობისა და კერძო სექტორის განვითარება.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები