ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე კანონმდებლების წინაშე სიტყვით პირველად გამოდის

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე კანონმდებლების წინაშე სიტყვით პირველად გამოდის

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე კანონმდებლების წინაშე სიტყვით პირველად გამოდის. ის 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს წარადგენს.

ბახტაძემ სიტყვით გამოსვლის წინ მადლობა გადაუხადა დიმიტრი ქუმსიშვილის ფისკალური ჩარჩოს ფორმირებისთვის.

„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თანამშრომლობისთვის, როგორც ფინანსთა სამინისტროს ხელმღვანელმა. იმედს გამოვთქვამ ეს თანამშრომლობა გაგრძელდება და ერთად შევძლებთ ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიებას და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, 2017-2020 წლების ფისკალური ჩარჩო, რომელზეც დაფუძნებულია 2018 წლის ბიუჯეტი, სრულად ეფუძნება მთავრობის 4-პუნქტიან გეგმას. მისი თქმით, აღნიშნული პოლიტიკის განხორციელება იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსთვის ახალი, 3-წლიანი პროგრამის დამტკიცების საფუძველი.

12 მილიარდ 459 მილიონი ლარი – ასეთია ქვეყნის 2018 წლის ბიუჯეტი. მთავარი ფინანსური დოკუმენტი დღეს პარლამენტმა მესამე მოსმენით უნდა დაამტკიცოს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები