ფერმერებს ფუტკრისა და თევზის დაავადებებზე პრაქტიკული ინფორმაცია მიაწოდეს

ფერმერებს ფუტკრისა და თევზის დაავადებებზე პრაქტიკული ინფორმაცია მიაწოდეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორიის სპეციალისტები დუშეთში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ფერმერებს შეხვდნენ და ფუტკრისა და თევზის დაავადებებზე პრაქტიკული ინფორმაცია მიაწოდეს.

ფუტკრისა და თევზის დაავდადებებზე დროული დიაგნოსტიკა შესაძლებლობა აძლევს ფერმერს, ანალიზის შედეგების საფუძველზე, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ჯანსაღი პროდუქტის საწარმოებლად. ჯაჭვური პრინციპით მოქმედება კი, ეფექტურ შედეგებს იძლევა, როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე ფერმერებისათვის. ლაბორატორიის ვეტერინარმა სპეციალისტმა, გაგა ოსიაშვილმა დაინტერესებულ პირებს დაწვრილებით მიაწოდა ინფორმაცია, თუ რა უნდა მოიმოქმედონ მათ, იმისათვის რომ სხვადასხვა დაავადებებით გამოწვეული ზარალი თავიდან აიცილონ. დუშეთის რეგიონული ლაბორატორიის უფროსმა, გია ჩქარეულმა კი, რეგიონული მასშტაბით დანერგილ სიახლეებზე ისაუბრა.

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს ლაბორატორიაში დანერგილი ახალი მეთოდებისა და ტესტირების გაცნობა. ასევე, პრაქტიკული ინფორმაციის მიწოდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის, მცირე მეწარმეებისათვის, ადგილობრივი მიწათმოქმედებისათვის და მიზნობრივი ჯგუფისათვის.

აღნიშნული შეხვედრების მიზანია სოფლის-მეურნეობაში ჩართული დაინტერესებული პირებისათვის ლაბორატორიული კომპონენტის ნაწილში ცოდნის გაღრმავება. ასევე, უშუალო ინტერაქცია კონკრეტულ მომხმარებლებთან.

მომხმარებელთა მოთხოვნის საფუძველზე, ლაბორატორიის ჯგუფმა გამოსცა ფუტკრისა და თევზის დაავადებებზე საცნობარო ლიტერატურა, რომელიც რეგიონში მცხოვრებ ფერმერებს შეხვედრის დასრულების შემდეგ გადაეცათ.

შეხვედრები ფერმერებთან  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალური სამმართველოებისა და საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ხელშეწყობით ხორციელდება.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები