ფეხბურთის ბურთი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ამერიკელ კოლეგას ჰელსინკის სამიტის დროს უსახსოვრა, უსაფრთხოებაზე შეამოწმეს.

ფეხბურთის ბურთი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ამერიკელ კოლეგას ჰელსინკის სამიტის დროს უსახსოვრა, უსაფრთხოებაზე შეამოწმეს. ამის შესახებ Washington Post-ი იუწყება.
საიდუმლო სამსახურის თანამშრომელთა განცხადებით, ეს პრეზიდენტის საჩუქრების შემოწმების სტანდარტული პროცედურაა.
16 ივლისს ჰელსინკის სამიტის ფარგლებში პრესკონფერენციის დროს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამერიკელ კოლეგას დონალდ ტრამპს ფეხბრუთის ბურთი გადასცა და თქვა, რომ ესტაფეტას აშშ-ის გადასცემს, რადგან 2026 წელს მსოფლიო ჩემპიონატს აშშ მასპინძლობს.
კატეგორიები:
მსოფლიო
მსგავსი სიახლეები
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2018 წლის თავდაცვის ბიუჯეტს მოაწერა ხელი, რომლის მოცულობა 700 მილიარდი დოლარია.
