ფედერაციის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე, ქართული მარშის წევრებმა ლგბტ დროშა დაწვეს და დახიეს.

ფედერაციის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე, ქართული მარშის წევრებმა ლგბტ დროშა დაწვეს და დახიეს.

ფედერაციის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე, ქართული მარშის წევრებმა ლგბტ დროშა დაწვეს და დახიეს. აქცია ჰომოფობიურ ნიადაგზე მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ფედერაციის პრეზიდენტისგან, ლევან კობიაშვილისგან ბოდიშის მოხდასა და ფეხბურთელ გურამ კაშიას ნაკრებიდან მოკვეთას ითხოვენ.

ფედერაციასთან აქციის მსვლელობის დროს სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. შსს-ის ინფორმაციით დაკავებულია ექვსი პირი.

გურამ კაშია საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი და ნიდერლანდების გუნდ ვიტესის კაპიტანია. ფეისბუკზე მისი ფოტოს გამოჩენას, რომელზეც თამაშის დროს, ლგბტ დროშის ფერებში სამკლაური უკეთია ქართველი მომხმარებლების ნაწილი გაღიზიანება მოჰყვა. მოგვიანებით კაშიამ განაცხადა, რომ ძალადობის წინააღმდეგია და არ ნანობს რაც გააკეთა. თავად სამკლაური კი ცნობიერების ამაღლების კამპანიის ნაწილია.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები