ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა სპეციალური რეჟიმით აღდგა

აავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 ფარავნის უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა შესაძლებელია დილის 08:00 სთ-დან საღამოს 20:00 სთ-მდე.
როგორც “კვირას” საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, რთული მეტეოროლოგიური პირობების ძლიერი ქარბუქისა და ყინვის გამო, ფარავნის უღელტეხილზე აკრძალვა რჩება მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობაზე.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
კატეგორიები:
საზოგადოება
მსგავსი სიახლეები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა 2018 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის სტატისტიკური ანალიზი.

სოზარ სუბარი: კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ კოორდინირებული მოქმედების მიზნით ყველა გუბერნატორთან სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

შალვა თადუმაძე გორში, 2018 წლის 25 ოქტომბერს მომხდარი არასრულწლოვანი გოგონას მკვლელობის საქმის ზედამხედველ პროკურორს, ზაზა მეტონიძეს შეხვდა.
