პეტრიაშვილისა და ბარნოვის ქუჩების კვეთაზე, ავტომანქანების გადაადგილება, დროებით, შეიზღუდება

პეტრიაშვილისა და ბარნოვის ქუჩების კვეთაზე, ავტომანქანების გადაადგილება, დროებით, შეიზღუდება

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ საგზაო სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით, თბილისში, ვ.პეტრიაშვილის და ა. ბარნოვის ქუჩების კვეთაზე, დღეს, 13:00 საათიდან 15 თებერვლის 02:00 საათამდე, ავტომანქანების გადაადგილება შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.
„პეტრიაშვილის ქუჩიდან ამოსული ნაკადი იმოძრავებს ბარნოვის ქუჩით მრგვალი ბაღის მიმართულებით. მრგვალი ბაღიდან ბარნოვის ქუჩაზე მოძრავი ავტომანქანები, პეტრიაშვილის ქუჩის ნაცვლად, ისარგებლებს ნაფარეულის ქუჩით. ხოლო ა. ბარნოვის ქუჩაზე მოძრავი ავტომანქანები ისარგებლებს შანიძის ქუჩით და, შემდეგ, სასურველი მიმართულებით გადაადგილდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები