პეკინზე, კორპუსში გაჩენილი ხანძრის გამო მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო – მათ შორის იყვნენ არასრულწლოვნებიც

თბილისში, პეკინის გამზირზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადების თანახმად, შეინიშნებოდა დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.
„ცეცხლი გავრცელებული იყო ხუთსართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე და არსებობდა ხანძრის მეზობელ ბინებზე გავრცელების საფრთხეც. მისამართზე მისვლისთანავე დაიწყო კორპუსიდან მოსახლეობის ნაწილის ევაკუაცია. მეზობელი ბინებიდან, უსაფრთხოების მიზნით, დროულად გამოიყვანეს მოქალაქეები, მათ შორის – რამდენიმე არასრულწლოვანი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატიული რეაგირების შედეგად მოახერხეს ხანძრის დროული ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა“ – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
ადგილზე მუშაობდა 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.
მსგავსი სიახლეები

ახალი სასტუმროს გახსნა გურჯაანის განვითარებისთვის არაერთი თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი-დავით სონღულაშვილი

დღეს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზესხოში, ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთვება.

ლევან რატიანი: კორონავირუსით გარდაცვლილი 81 წლის ქალის შვილიშვილს 21 დღის განმავლობაში ჰქონდა ცხელების ეპიზოდი და ტყუილია, რომ ეპიდკერა არ იცოდა
