პეკინის ქუჩა ოფიციალურად 21 სექტემბერს გაიხსნება. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა. მისი თქმით, ყველა სახის ძირითადი სარემონტო სამუშაოები დასრულებულია, რის შემდგომაც პეკინის ქუჩა ხუთშაბათს გაიხსნება.
“პეკინის ქუჩაზე ყველა ძირითადი სამუშაო დასრულებულია. ამ ეტაპზე, მხოლოდ, დახაზვისა და მცირედი მოპირკეთების სამუშაოები დარჩა. 21 სექტემბერს, დილით ცხრა საათზე პეკინის გამზირს ოფიციალურად გავხსნით”,- განაცხდა დავით ნარმანიამ.
პეკინის გამზირზე გზის რეაბილიტაციის პროექტი მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო. ქუჩაზე გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოპირკეთდა ასფალტი, ასევე მოეწყო ველობილიკი.
კატეგორიები:
საზოგადოება
მსგავსი სიახლეები

მარნეულის რაიონის სოფელ კაჩაგანთან გაჩენილი ხანძარი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ჩააქრეს.

„ჩვენი პოლიტიკით შევძელით, რომ, ძირითადად, ბიუჯეტი მივმართეთ თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერებისკენ“
