პედაგოგების სულ მცირე 80% უნდა იყოს აცრილი, რათა სკოლა უსაფრთხოდ ჩავთვალოთ

პედაგოგების სულ მცირე 80% უნდა იყოს აცრილი, რათა სკოლა უსაფრთხოდ ჩავთვალოთ

პედაგოგების სულ მცირე 80% უნდა იყოს აცრილი, რათა სკოლა უსაფრთხოდ ჩავთვალოთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„სკოლების გახსნაში ერთ-ერთი მთავარი პირობა არის პედაგოგების მასობრივი ვაქცინაცია. ამირან გამყრელიძემ განაცხადა და ჩვენც ვეთანხმებით, რომ პედაგოგების სულ მცირე 80% უნდა იყოს აცრილი, რათა ჩვენ სკოლა უსაფრთხოდ ჩავთვალოთ. ასევე, მნიშვნელოვანია, ყველა შემოღებული ღონისძიებიდან გამომდინარე ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია, რათა ჩვენმა ბავშვებმა უსაფრთხო გარემოში, საკლასო სივრცეში სწავლა შეძლონ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრმა ასევე არასრულწლოვანებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატებაზეც ისაუბრა.

„როგორც არასრულწლოვანებში, ასევე ორსულებში ინფექციის მატება მიმდინარეობს, თუმცა როგორც ივლისის დასაწყისში იყო საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი, დღეს ეს მაღალი მაჩვენებელი არასრულწლოვანებში არ ფიქსირდება. მიგვაჩნია, რომ ამას თავისი მიზეზი აქვს – მშობლების მეტად გააქტიურება და ბავშვებისთვის საჭირო ღონისძიებების დაცვა, რასაც ჰქვია სოციალური დისტანცია, ასევე სხვადასხვა მასშტაბური ღონისძიებისგან თავის არიდება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები