პატრულ-ინსპექტორებმა მძღოლებს ვიდეოჯარიმების ახალი წესის შესახებ ბუკლეტები დაურიგეს

პატრულ-ინსპექტორებმა მძღოლებს ვიდეოჯარიმების ახალი წესის შესახებ ბუკლეტები დაურიგეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მოქალაქეთა მაქსიმალური ინფორმირების მიზნით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესის და შსს-ს ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები მოამზადა.

შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბუკლეტები დედაქალაქსა და ქვეყნის რეგიონებში მძღოლებს დაურიგეს.

1 ნოემბრიდან ძალაში შედის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი. ასევე, ამოქმედდება ე.წ. ჭკვიანი კამერები, რომელთა საშუალებით, შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრში დანერგილი ვიდეოანალიტიკური პროგრამების გამოყენებით, ავტომატურ რეჟიმში მოხდება სხვადასხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დაფიქსირება. შსს-ში მიმდინარე საპოლიციო ტექნოლოგიური რეფორმის ფარგლებში, 2017 წლის ბოლომდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 3000-მდე ე.წ. ჭკვიანი კამერა მონტაჟდება.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები