“პატრიოტთა ალიანსის” წევრი ბეჟან გუნავა თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

“პატრიოტთა ალიანსის” წევრი ბეჟან გუნავა თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

“პატრიოტთა ალიანსის” წევრი ბეჟან გუნავა თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. საქმე ეხება “პატრიოტთა ალიანსის” აქციაზე ბეჟან გუნავას დაკავების ფაქტს, რაზეც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ბეჟან გუნავა მოწმის სახით დაიკითხება.

“აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, აქციაზე ჩემი დაკავები გამო. მოწმის სახით ვარ პროკურატურაში დაბარებული. ჩვენ შევქმნით პრეცედენტს, რათა დაისაჯონ ის პოლიციელები, რომლებიც ძალიან ხშირად არღვევენ კანონსა და ადმინისტრაციული დაკავებისას უფლება-მოსილებას ამეტებენ. საქმე, სავარაუდოდ, მათი მხრიდან უფლება-მოსილების გადამეტებას ეხება. დროებითი დაკავების იზოლატორიდან ის მასალებიც არსებობს, რომლებიც დაკავებისას სხეულზე დაზიანებების არსებობას ასახავს,”- განაცხადა გუნავამ.

ბეჟან გუნავა 19 სექტემბერს „პატროტთა ალიანსის“ მიერ ორგანიზებული აქციის დროს დააკავეს. ბეჟან გუნავას პოლიციის მიმართ წინააღმდეგობა და წვრილმანი ხულიგნობა ედებოდა ბრალად. მის მიმართ საქმე ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით აღიძრა, თუმცა სასამართლომ წინა პროცესზე მას წვრილმანი ხულიგნობის მუხლი მოუხსნა და ამ ეტაპზე მხოლოდ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება.

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. გუნავას განცხადებით, ის კანონის დარღვევით დააკავეს და მას სიტყვიერად და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები