“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” ერთპარტიულად წყვეტს ყველა საკითხს.
“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” ერთპარტიულად წყვეტს ყველა საკითხს.
მისი თქმით “ქართული ოცნება” არის პარტია, რომელიც ფიქრობს, რომ ის არის სახელმწიფო, ის არის გერბი, ის არის ჰიმნი და ის არის ყველაფერი.
”მე თუ მეკითხებით, ირმა ინაშვილს, არავითარ კონსულტაციებს, ჩემი გადმოსახედიდან, აზრი აღარ აქვს. ეს არის პარტია, რომელიც ერთპარტიულად წყვეტს ყველა საკითხს და ეს არის გარდასატეხი. ეს არის პარტია, რომელიც ფიქრობს, რომ ის არის სახელმწიფო, ის არის გერბი, ის არის ჰიმნი და ის არის ყველაფერი. ის რაც ხდება დღეს ჩრდილოეთ კორეაშია, იგივეა, რაც ხდება საქართველოში მენტალურად. ჩვენ ვამბობთ, რომ უნდა ჩამოყალიბდეს მრავალპარტიული სისტემა ქვეყანაში, ჩვენ ვამბობთ, რომ უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემო, ჩვენ ვამბობთ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იყო უმთავრესი დაპირება, რაც არ შეასრულა “ოცნებამ”, რადგან მაჟორიტარების ხარჯზე უნდა მოახდინოს ხელისუფლების უზურპირება, ოქრიაშვილების და სხვათა ხარჯზე”, – განაცხადა ინაშვილმა.
მსგავსი სიახლეები

რუსულ პროპაგანდასთან გასამკლავებლად საჭიროა საერთაშორისო პარტნიორებისა და ქართული საზოგადოების კონსოლიდაცია-გიორგი მარგველაშვილი
“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოს მასშტაბით, არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს და ხელისუფლებას საარჩევნო უბნების გახსნისკენ მოუწოდებს.

ჩვენ ვაკეთებთ ხალხისთვის, – ასე გამოეხმაურა კახა კალაძე ოპოზიციის მიერ გამოთქმულ ბრალდებას ჭავჭავაძის გამზირზე დასადგამი ერთი სკამის ღირებულებასთან დაკავშირებით.
