„პატრიოტთა ალიანსი“ მჯდომარე აქციის გამართვას აანონსებენ.

„პატრიოტთა ალიანსი“ მჯდომარე აქციის გამართვას აანონსებენ.

„პატრიოტთა ალიანსი“ მჯდომარე აქციის გამართვას აანონსებენ. პარტიის წევრების გაცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის მონაწილეები 24 საათის განმავლობაში დარჩებიან და პრემიერ-მინისტრის და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია.

„დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, არჩევნები გაყალბდა, კონსტიტუცია ერთპარტიულია, საარჩევნო დიქტატურა დამყარდა, კვირიკაშვილი გაურიგდა ბოკერიას და გაიტანა ერთ-ერთ მთავარ ოპოზიციურ ძალად არჩევნების გაყალბების გზით, ამიტომ ჩვენ უნდა დავამთავროთ ქვეყანაში ეს ტყუილი და უნდა ავაშენოთ თავისუფალი, დემოკრატიული და ლაღი ქვეყანა,“ – ამბობს ირმა ინაშვილი.

დავით თარხან-მოურავი აცხადებს, რომ აქციები არ დასრულდება მანამ, სანამ ხელისუფლება არ გადადგება.

იმედი მაქვს, რომ იმდენი ხალხი გამოვა ბოლოს, რომ სულ გადავკეტავთ მთლიანად რუსთაველს და თავისუფლების მოედანს,“ – განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.

”პატრიოტთა ალიანსის” აქცია-მსვლელობა დღეს ვარდების მოედნიდან დაიძრა. ისინი მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდნენ და ხელისუფლების გადადგომა მოითხოვეს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები