პატრიარქის ანგელოზის დღესთან დაკავშირებით, საზეიმო ტრაპეზი გაიმართა

პატრიარქის ანგელოზის დღესთან დაკავშირებით, საზეიმო ტრაპეზი გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, ელია წინასწარმეტყველის, წმინდა ილია მართლის ხსენებისა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ანგელოზის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ტრაპეზს დაესწრო და უწმინდესსა და უნეტარესს ანგელოზის დღე პირადად მიულოცა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გიორგი მარგველაშვილმა პატრიარქს მხნეობა და ერის საკეთილდღეოდ გამძლეობა უსურვა:

თავის მხრივ, საპატრიარქოს წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს პრეზიდენტს
კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაციის შესახებ 1977 წელს გადაღებული ფილმის ციფრულ ფორმატზე გადაყვანისათვის, რომელიც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.

ტრაპეზს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მინისტრები და დეპუტატებიც ესწრებოდნენ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები