პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს

პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს

საპატრიარქო, ლევან ფრუიძის გარდაცვალების გამო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრის წერილს ავრცელებს.

„საქართველოზე, ქართულ ტრადიციებზე, შრომის კულტურასა და ეთნოგრაფიაზე უსაზღვროდ შეყვარებულმა ჩვენი მიწა-წყლისა თუ ენდემური ჯიშების უბადლო მცოდნემ, ბატონმა ლევან ფრუიძემ შეძლო თავისი ცოდნის თანაზიარი ახალგაზრდებიც გაეხადა და ამ მიმართულებით გამქრალი ინტერესი კვლავ გაეღვივებინა. განსაკუთრებულია მისი წვლილი მევენახეობის აღორძინებასა და ქართული ხორბლის ჯიშების პოპულარიზაციაში. ღმერთმა აცხონოს ბატონი ლევანის უკვდავი სული და სავანესა მართალთასა დააწესოს. ღმერთმა დალოცოს მისი ოჯახის წევრები და მშვიდობით აკურთხოს“, – აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

ისტორიკოსი ლევან ფრუიძე 1933 წლის 24 თებერვალს დაიბადა. ის 17 ნოემბერს, 88 წლისა გარდაიცვალა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები