პატრიარქი – ყოველი დღე გვაახლოებს მეორედ მოსვლასთან

პატრიარქი – ყოველი დღე გვაახლოებს მეორედ მოსვლასთან

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს ბზობის დღესასწაული მიულოცა.

გილოცავთ ბზობის დღესასწაულს. ბზობა არის დიდი ზეიმი, სიყვარულის ზეიმი, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მწუხარება ხშირად ცვლის სიხარულს. სიხარული, სიყვარული და მწუხარება ცვალებადია. ყოველი დღე გვაახლოებს ჩვენ მეორედ მოსვლასთან. ადამიანმა უნდა იფიქროს, რა გველოდება ჩვენ წინ. ბედნიერი აღდგომა გაგვითენოს ღმერთმა. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, იმის შესახებ, როგორ შევხვდებით მეორედ მოსვლის დღესასწაულს. ყოველმა ჩვენთაგანმა უნდა გამონახოს გზა, რომელიც მიდის სასუფეველში. კიდევ ერთხელ გილოცავთ ბრწყინვალე დღესასწაულს. ძალიან ხშირად ისმის წუხილის სიტყვები, ნუ შეგეშინდებათ, მაცხოვრის, ღვთის სიყვარული აღემატება ყოველგვარ ცოდვას, მაგრამ საჭიროა სინანული“ – აღნიშნა პატრიარქმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები