“პატივცემულო ჯარისკაცებო, თქვენი მონაწილეობა ამ წვრთნებში არის გარანტი იმ სტაბილურობის, იმ მშვიდობის, რომელსაც ჩვენი ხელისუფლებები ემსახურებიან”

“პატივცემულო ჯარისკაცებო, თქვენი მონაწილეობა ამ წვრთნებში არის გარანტი იმ სტაბილურობის, იმ მშვიდობის, რომელსაც ჩვენი ხელისუფლებები ემსახურებიან”

“პატივცემულო ჯარისკაცებო, თქვენი მონაწილეობა ამ წვრთნებში არის გარანტი იმ სტაბილურობის, იმ მშვიდობის, რომელსაც ჩვენი ხელისუფლებები ემსახურებიან”, – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მრავალეროვნული სამხედრო სწავლების, “ღირსეული პარტნიორი 2018“-ის მონაწილეებს.
სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა საქართველოს ოკუპაციაზე ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა.
„დღეს ჩვენი ერთად დგომა, ჩვენი მეგობრობა, ჩვენი საერთო მიზნები, რომლებიც მიმართულია მშვიდობის, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, მათი ყოფის დაცვისაკენ, არის ის უმნიშვნელოვანესი წვლილი, რომელიც თქვენ შეგაქვთ ჩვენი და თქვენი ქვეყნების სიძლიერეში. ჩვენი მეგობრობა მიმართულია იქითკენ, რომ დავიცვათ მთავარი ღირებულება, ჩვენი ქვეყნების მდგრადობა, ჩვენი საზოგადოებების კეთილდღეობა, სტაბილურობა.
პატივცემულო ჯარისკაცებო, თქვენი მონაწილეობა ამ წვრთნებში არის გარანტი იმ სტაბილურობის, იმ მშვიდობის, რომელსაც ჩვენი ხელისუფლებები ემსახურებიან. დღეს ჩვენ აქ ვდგავართ და ქართველ ჯარისკაცებს, რომლებიც აქ თანამებრძოლებთან ერთად დგანან, ზურგს უმაგრებს ის მრავალი გმირობა, რომელიც ბრძოლის ველზე ჩაიდინეს. დღეს თქვენ დგახართ იმ ქვეყნის მიწაზე, რომლის 20% სრულიად უკანონოდ არის ოკუპირებული ჩვენი რუსი მეზობლის მიერ, მაგრამ თქვენ დგახართ იმ მიწაზე, იმ ჯარისკაცების გვერდით, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას მშვიდობით აღადგენენ და მშვიდობით დაიბრუნებენ.
მივესალმები თქვენს ერთმანეთის გვერდით დგომას, მივესალმები იმას, რომ თქვენ ამ დღეების განმავლობაში, დახვეწთ თქვენს სამხედრო უნარებს. ჩვენი მიზანია, რომ ეს საბრძოლო უნარი არასდროს არ იყოს გამოყენებული რეალური ბრძოლის დროს, რომ არ დაიღვაროს არც ერთი ჯარისკაცის სისხლი“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები