პარტიზანი მებაღეების წევრი ნატა ფერაძე თბილისის საკრებულოსთან მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება(ვიდეო)

პარტიზანი მებაღეების წევრი ნატა ფერაძე თბილისის საკრებულოსთან მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება(ვიდეო)

პარტიზანი მებაღეების წევრი ნატა ფერაძე თბილისის საკრებულოსთან მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. ფერაძემ ჟურნალისტებტან საუბრისას საკრებულოს ტავმჯდომარეს „კიდევ ერთხელ გადასცა მოკითხვა“:

„მოქალაქეები ვესწრებოდით წინა სხდომასაც, სადაც მიწის ფართობებს რეკრეაციული ზონის სტატუსები მოუხსნეს, გუშინ შევიტყვეთ, რომ დღეს არის ჩანიშნული სხდომა, მოვედით რომ დავესწროთ სხდომას და გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია, გვხვდება პოლიციის ჯაჭვი, რომელსაც ჩვენ ვუხდით ხელფასს და იცავენ ბიძინა ივანიშვილს. დიდი იმედი მაქვს სახლში რომ მივლენ დაფიქრდებიან და შერცხვებათ მაინც, ახლა ვითხოვთ შესვლას საკრებულოში და ვნახოთ რითი დასრულდება, ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საკრებულოს სხდომა დღეს უკანონოდ დაიკეტა, რაც ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება რასაც ასე დაკეტილ სხდომაზე მიიღებენ, ჩაითვლება უკანონოდ და ეს გასაჩივრდება სასამართლოში,ა სე რომ ჩვენ ეს გვაწყობდა, საქმის ასე მოტრიალება, საკრებულომ კიდევ ერთხელ მოიჭრა თავი, ალიბეგაშვილს კიდევ ერთხელ გადავცემ მოკითხვას, არ გამოუვა ნიძინასთვის მიწების ჩუქება“, – განაცხადა ნატა ფერაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები