პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იკრიბებიან.

პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იკრიბებიან.

პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იკრიბებიან.
მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის გია ვოლსკის ინფორმაციით, შეხვედრას სამუშაო ხასიათი აქვს. მისივე თქმით, შეხვედრაზე 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი და სხვა საორგანიზაციო საკითხები განიხილება. ცნობისთვის, პარლამენტს, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი, კომიტეტებისა და პლენარული სხდომის ფარგლებში განხილული აქვს. დარჩენილია საბოლოოდ დამტკიცების ეტაპი.
ამასთან, პარლამენტში წარდგენილ ბიუჯეტის პროექტში უნდა აისახოს ის ცვლილებები, რომელიც მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ რეორგანიზაციას უკავშირდება.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები