პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამი ადამიანი დააკავეს.

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამი ადამიანი დააკავეს.

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამი ადამიანი დააკავეს.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცველებმა, ადმინისტრაციული წესით აქციის სამი მონაწილე წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაკავებული პირები საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ, რის გამოც პოლიციამ შესაბამისი ზომები მიიღო.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობის წინ „თანასწორობის მოძრაობის“ და მათი მხარდამჭერების აქცია გაიმართა.
„თანასწორობის მოძრაობის“ მხარდამჭერები ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის განცხადების გაპროტესტების მიზნით შეიკრიბნენ.
პარლამენტის შენობასთან ასევე მივიდნენ საზოგადოების ის წარმომადგენლები, რომლებიც 17 მაისის აღნიშვნას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. მათ შორის პარლამენტთან იმყოფებოდნენ გურამ ფალავანდიშვილი, დიმიტრი ლორთქიფანიძე და მათი თანამოაზრეები.
მათ „თანასწორობის მოძრაობის“ წარმომადგენლებს კვერცხები ესროლეს და განაცხადეს, რომ 17 მაისს, როგორ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნას არ დაუშვებენ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები