პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების თარიღზე აშშ-დან ირაკლი კობახიძის დაბრუნების შემდეგ შევთანხმდებით-არჩილ თალაკვაძე

პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების თარიღზე აშშ-დან ირაკლი კობახიძის დაბრუნების შემდეგ შევთანხმდებით-არჩილ თალაკვაძე

პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების თარიღზე აშშ-დან ირაკლი კობახიძის დაბრუნების შემდეგ შევთანხმდებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.
მისივე განმარტებით, ეს საკითხი პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის შეთანხმების საგანია.
რეგლამენტის მიხედვით, როგორც წესი, პარლამენტი პრეზიდენტს საგაზაფხულო სესიის პირველივე დღეს უსმენს.
საგაზაფხულო სესია 6 თებერვალს ბიუროს სხდომით გაიხსნება, ხოლო 7 თებერვლიდან პლენარული სხდომები გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 3-10 თებერვალს ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები