პარლამენტში, გურამ დოჩანაშვილს ღვაწლისთვის მადლობა ტაშით გადაუხადეს

პარლამენტში, გურამ დოჩანაშვილს ღვაწლისთვის მადლობა ტაშით გადაუხადეს

უმრავლესობის დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძის თხოვნით, პარლამენტში, გურამ დოჩანაშვილს ღვაწლისთვის მადლობა ტაშით გადაუხადეს.

„ვფიქრობდი, რამდენად პოლიტიკურ განცხადების ფორმატში შეიძლება ეტეოდეს ის, რაც ახლა მინდა ვთქვა, მაგრამ მეორე მხრივ ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად ეტევა. ყველანაირი პოლიტიკა სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია ეფუძნებოდეს ღირებულებების სისტემას, სწორ ღირებულებებს, რაც, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს საზოგადოების გამაერთიანებელი ფაქტორის თვალსაზრისით.

ამ კონტექსტში მინდა გამოხმაურების გარეშე არ ჩაიაროს იმ ფაქტმა, რაც წინა კვირაში მოხდა და ყველაზე მეტად რთულია. ეს გახლავთ ის ფაქტორი, რომ საქართველომ მიწას მიაბარა ჩვენი დროის ძალიან დიდი ჰუმანისტი, გურამ დოჩანაშვილი და მინდა ამ ამბავმა ისევ უკვალოდ არ ჩაიაროს, თუნდაც დღევანდელი პლენარული სხდომა შესაძლებლობა გამოვიყენოთ და დავაფასოთ ამ კაცის ძალიან დიდი ღვაწლი საქართველოსა და ქართული საზოგადოების განვითარებაში. ეს იყო ძალიან დიდი ჰუმანისტი. ყველას მინდა გთხოვოთ ამ ადმიანის დიდი ღვაწლი ტაშით დავაფასოთ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გურამ დოჩანაშვილი 3 აპრილს გარდაიცვალა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები