პარლამენტმა, პირველი მოსმენით, მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო.

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო.

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო. ცვლილებებით, უქმდება უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო.

99 კანონპროექტისაგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში, ძირითადი – ”საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები 82-ხმით (2-ის წინააღმდეგ) მიიღეს.
მიმდინარეობს თანმდევი პროექტების კენჭისყრა.

წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, რამდენიმე სამინისტრო ერთიანდება.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის კომპონენტი უერთდება, ხოლო სპორტის ნაწილი კულტურის სამინისტროს ფარგლებში გადადის.

ცვლილების თანახმად, გარემოს დაცვის სამინისტრო სოფლის მეურნეობის სამინისტროს უერთდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ენერგეტიკის სამინისტრო ერთიანდება.
ასევე, ეკონომიკის სამინისტროში შედის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების კომპონენტი.

პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში კი, სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შეიქმნება.

როგორც ცნობილია, დღის წესრიგიდან მოიხსნა დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურების გაერთიანების ინიციატივა.
ეს ორი სამსახური არსებული სახით დარჩება.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები