პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც მარიხუანას მოხმარების მკაცრ რეგლამენტირებას ახდენს

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც მარიხუანას მოხმარების მკაცრ რეგლამენტირებას ახდენს

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც მარიხუანას მოხმარების მკაცრ რეგლამენტირებას ახდენს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
როგორც ცნობილია, კანონპროექტის მიზანია მარიხუანას მოხმარების მავნე ზეგავლენისგან საზოგადოების (განსაკუთრებით მოზარდების) დაცვა.
„კანონპროექტის მიხედვით ადმინისტრაციული წესით დაისჯება მარიხუანას მოხმარებაზე საზოგადოებრივი თავშეყრის ნებისმიერ ადგილას, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვანთა მიერ, არასრულწლოვანთა თანდასწრებით, სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულების ან 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულების შენობა-ნაგებობაში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, არასრულწლოვნებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე განსაზღვრულ რადიუსში; სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის (მაგალითად, პედაგოგებისთვის, ექიმებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის)“,- აცხადებენ შსს-ში.
კანონპროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის წესით დაისჯება სატრანსპორტო საშუალების მართვა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ.
კანონპროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის წესით დაისჯება 21 წლამდე პირთათვის მარიხუანის სასყიდლით ან უსასყიდლოდ გასაღება/გადაცემა ან მარიხუანის მოხმარებაზე დაყოლიება.
კანონპროექტის მიხედვით, გარკვეული პროფესიის ადამიანებს მარიხუანის მოხმარების გამო პროფესიული საქმიანობის უფლების ჩამოერთმევათ და შეეზღუდებათ სამოქალაქო უფლებები.
კანონპროექტის მიხედვით იზრდება სანქცია ნარკოტიკული საშუალების მოხმარების პოპულარიზაციის ან რეკლამისთვის.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები