პარლამენტმა პირველი მოსმენით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ მომზადებული კანონპროექტი დაამტკიცა.

პარლამენტმა პირველი მოსმენით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ მომზადებული კანონპროექტი დაამტკიცა.

81 მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი – პარლამენტმა პირველი მოსმენით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ მომზადებული კანონპროექტი დაამტკიცა.

ცვლილებები დღეს დეპუტატებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ბექა დოჭვირმა წარუდგინა. მისი განცხადებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის ახალ რედაქციაში დავიწროვდა პრინციპები, რა დროსაც კომისიას დროებითი მმართველის დანიშვნა შეუძლია.

კანონპროექტში ჩაიწერა, რომ კომისიას დროებითი მმართველის დანიშვნა შეუძლია, როდესაც ირღვევა ქვეყნის ეკონომიკური ინტერესები, მომხმარებლის ინტერესები და ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო.

ბექა დოჭვირის განცხადებით, დროებითი მმართველი განუსაზღვრელი უფლებამოსილებით არ არის აღჭურვილი და კომპანიაში შედის მხოლოდ იმისთვის, რომ კომისიის გადაწყვეტილება შეასრულოს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები