პარლამენტმა გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება 82 ხმით მოახდინა

პარლამენტმა გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება 82 ხმით მოახდინა

პარლამენტმა დადგენილების პროექტის – „გაერთიანებული ერების შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის“ რატიფიცირება 82 ხმით მოახდინა.

ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებით, საქართველო ორ საკითხს უზრუნველყოფს: შშმ პირების ინდივიდუალური საჩივრების განხილვის უფლება მიეცემა გაეროს შშმ პირთა კომიტეტს და იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქე საქართველოშივე ვერ მოახერხებს საკუთარი ინდივიდუალური უფლების აღდგენას, მას საერთაშორისო დონეზე ექნება საშუალება, დაიბრუნოს და აღადგინოს საკუთარი უფლება.

ამასთან, საქართველო უერთდება იმ ქვეყანათა სიას, რომელიც მაღალ დონეზე აყენებს ადამიანის უფლებებს და დამატებითი ტექნიკური და საექსპერტო მხარდაჭერა ექნება გაეროს შშმ პირთა უფლებების კომისიისგან.

დოკუმენტი დეპუტატებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამწარუდგინა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები