პარლამენტის ვიცესპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ნუცუბიძეზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს.

პარლამენტის ვიცესპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ნუცუბიძეზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს.

პარლამენტის ვიცესპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ნუცუბიძეზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. “ფაქტია ის რომ ჩანაწერი არსებობს, მაგრამ როგორც ირკვევა მთლიანი პროცესის ჩანაწერი არ არის და შესაბამისმა უწყებებმა უნდა გამოიძიონ ეს საკითხი და არ უყურონ პოლიტიკურ სპეკულაციებს. შინაგან საქმეთა მინისტრის დაბარებითაც პოლიტიკური ცირკია. ამის საშუალება არ უნდა მივცეთ არავის, რადგან ქვეყნის სტაბილურობასა და ადამიანის სიცოცხლეზეა საუბარი. გარდაცვალების გამოყენება იმისთვის, რომ პოლიტიკური პროცესები გაიმყარო, უზნეობაა,”- განაცხადა გია ვოლსკიმ.

საპარლამენტო უმცირესობა შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში მისვლას ითხოვს. ძალოვანი უწყების ხელმძღვანელის დაბარების შესახებ მოთხოვნას „ევროპული საქართველოს“ წევრები, სავარაუდოდ, დღევანდელ ბიუროზე დააყენებენ. ამ მოთხოვნას უერთდებიან საპარლამენტო ოპოზიციის სხვა პარტიები.

ნუცუბიძის ქუჩაძე გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის ოჯახი დაზარალებულად ცნობას ითხოვს. შესაბამისი განცხადება ოჯახის ადვოკატმა თბილისის პროკურატურაში შეიტანა. 

დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა განაცხადა, რომ ინფორმაცია, რომ უშუალოდ ამ ინციდენტის ამსახველი ჩანაწერები არ არსებობს, ტყუილია.

გუშინ, მთავარმა პროკურატურამ ნუცუბიძის ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებაგაავრცელა.

25 ოქტომბერს, ნუცუბიძეზე 33 წლის კაცი იმ დროს გარდაიცვალა, როცა მას სამართალდამცველები ადმინისტრაციული წესით აკავებდნენ. საქმეზე გამოძიება დაიწყო.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები