პარლამენტის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავჯდომარე სიმონ ნოზაძე თვლის, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ოპოზიცია საერთო კანდიდატზე ვერ შეჯერდება.

შესაბამისი განცხადება სიმონ ნოზაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რამდენად შესაძლებელია, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ოპოზიცია საერთო კანდიდატზე შეთანხმდეს.
„საქართველოში დღეს არსებული ვითარებიდან და ქართული ხასიათიდან გამომდინარე, ვერ წარმომიდგენია, რომ ოპოზიცია ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატზე შეთანხმდეს, დარწმუნებული ვარ, თვით „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველოც“ კი, რომლებიც დაახლოებით ერთ პლატფორმაზე არიან, ვერ მოახერხებენ საერთო კანდიდატზე შეჯერებას. მაგალითად, როგორ შეიძლება „ნაციონალებთან“ შალვა ნათელაშვილმა ითანამშრომლოს, ან ნინო ბურჯანაძემ „ევროპულ საქართველოსთან“, ან „ნაციონალებთან“ ითანამშრომლოს, – მე ეს ვერ წარმომიდგენია. ოპოზიციაში არიან გამორჩეული ლიდერები, რომლებსაც არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ექნებათ, ჩემი აზრით, ოპოზიციიდან 4-5 კანდიდატი აუცილებლად იქნება. ამასთან, სახელისუფლებო პარტია ჯერ-ჯერობით შეჯერებული არ არის კანდიდატზე“, -განაცხადა სიმონ ნოზაძემ.

წყარო:kvira.ge

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები