პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, რეგლამენტის უხეში შეცდომაა, როცა პარლამენტის წევრი საკონტროლო-საზედამხედველო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით შეიძლება დაესწოს საკრებულოს სხდომას.
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, რეგლამენტის უხეში შეცდომაა, როცა პარლამენტის წევრი საკონტროლო-საზედამხედველო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით შეიძლება დაესწოს საკრებულოს სხდომას.
შესაბამისი კომენტარი კობახიძემ საკრებულოში დღეს განვითარებული პროცესების თაობაზე გააკეთა.
“ბიუროს სხდომამდე ვესაუბრე თბილისის საკრებულოს ხელმძღვანელობას პარლამენტის წევრების არშეშვებასთან დაკავშირებით. საკითხი მათი მხრიდან განიმარტა შემდეგი სახით: მართალია, პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს, რომ პარლამენტის წევრს შეუძლია სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობა მიიღოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მუშაობაში, თუმცა საკრებულოს ხელმძღვანელობის განმარტებით, რეგლამენტის ეს ნორმა ეწინააღმდეგება მოქმედ კონსტიტუციასა და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს.
კერძოდ, კონსტიტუციის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფოს კომპეტენციები არის გამიჯნული. საქართველოს კონსტიტუცია, ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტია, თვითმმართველობის კოდექსი ითვალისწინებს თვითმმართველობის საკითხებში სახელმწიფოს ჩარევის მხოლოდ ორ ფორმას – ეს არის სახელმწიფოს ზედამხედველობა და სახელმწიფო აუდიტი. მესამე არის საკრებულოს დათხოვა, რასაც კონსტიტუცია უკიდურეს შემთხვევაში ითვალისწინებს. არც ერთ სხვა ფორმას სახელმწიფოს პირდაპირი თუ არაპირდაპირი ჩარევის, არც კონსტიტუცია, არც თვითმმართველობის ქარტია და არც თვითმმართველობის კოდექსი არ ითვალისწინებს. აქედან გამომდინარე, საკრებულოს ხელმძღვანელობის პოზიციაა, რომ პარლამენტის მოქმედი რეგლამენტი ეწინააღმდეგება როგორც თვითმმართველობის კოდექსს, ასევე ქარტიას და კონსტიტუციას. ამ საფუძვლით მათ გამართლებულად მიაჩნდათ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატების არდაშვება“, – განაცხადა კობახიძემ.
მსგავსი სიახლეები

ოქუაშვილს გადასახდელი აქვს 51 მილიონი ლარი და ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ფული არ გადაიხადოს – მდინარაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, შემოვლით რკინიგზაზე გადაწყვეტილება შესაბამისი კვლევის საფუძველზე უნდა იყოს მიღებული

მადლობა ესტონელ ხალხს ჩემი ქვეყნის ნათელი მომავლის საქმეში უმნიშვნელოვანესი წვლილის შეტანისათვის-გიორგი მარგველაშვილი

გიორგი გახარია: კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში გავეცი ბრძანება, რომ პოლიციას გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები, რომლებიც არის კანონმდებლობით სრულად გაწერილი

“ჩვენი მიზანმიმართული, თანმიმდევრული და მშვიდობიანი პოლიტიკით მე მჯერა, რომ დადგება დრო, როცა ჩვენი ქვეყანა გამთლიანდება”
