პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ საპრეზიდენტო არჩევნები პირველივე ტურში დასრულდება, საკონსტიტუციო ცვლილებები 18 ნოემბერს ამოქმედდება.

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ საპრეზიდენტო არჩევნები პირველივე ტურში დასრულდება,  საკონსტიტუციო ცვლილებები 18 ნოემბერს ამოქმედდება.

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ საპრეზიდენტო არჩევნები პირველივე ტურში დასრულდება,  საკონსტიტუციო ცვლილებები 18 ნოემბერს ამოქმედდება. ამის შესახებ კობახიძემ საქართველოს კონსტიტუციასთან საქართველოს საკანონმდებლო აქტების ჰარმონიზაციის საპარლამენტო კომისიის სხდომის დაწყებისას თქვა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

„როგორც მოგეხსენებათ, 28 ოქტომბერს არის დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნები, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნების პირველ ტურში დასრულების შემთხვევაში, 18 ნოემბერს ამოქმედდება უკვე საკონსტიტუციო ცვლილებები. იმისათვის, რომ 18 ნოემბრამდე უზრუნველყოფილი იყოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია, ყველა ვადის დაცვით, საჭიროა, არაუგვიანეს ოქტომბრისა მივიღოთ ყველა შესაბამისი კანონი, ანუ ოქტომბერს არ უნდა გადასცდეს შესაბამისი კანონების მიღება. ეს არის ჩვენი ვადა და ამ ვადის გათვალისწინებით უნდა დავგეგმოთ ჩვენი შემდგომი სამუშაო პროცესი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები