პარლამენტის თავმჯდომარემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა. „ძალიან მნიშვნელოვანია კომიტეტების საქმიანობის წინასწარ დაგეგმვა, სწორი ხედვის ჩამოყალიბება, მკაფიო სამოქმედო გეგმის არსებობა, შესაბამისად მოქმედება და ამის საფუძველზე, ანგარიშის პერიოდულად წარდგენა ფართო საზოგადოებისთვის. ის პრაქტიკა, რომელიც ჩამოყალიბებულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, აუცილებლად უნდა გავრცელდეს პარლამენტის სხვა დანაყოფებზე და ეს პროცესი პარლამენტის მხრიდან იქნება სრულად წახალისებული“, – განაცხადა კობახიძემ.
მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომიტეტების საქმიანობის შესახებ პერიოდული ანგარიშგება მნიშვნელოვანია და ამ კუთხით, გამორჩეულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. პარლამენტის თავმჯდომარემ გაწეული საქმიანობისთვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას მადლობა გადაუხადა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, წლების განმავლობაში, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციების მიმართულებით გარკვეული სისუსტით გამოირჩეოდა.
„პარლამენტს აქვს ძალიან ამბიციური გეგმები. პარლამენტი გამოირჩეოდა გარკვეული სისუსტით წლების განმავლობაში, კანონშემოქმედებით სფეროში იყო გარკვეული ხარვეზები, განსაკუთრებით, ზედამხედველობის სფეროში. თუმცა, რა თქმა უნდა, პარლამენტი ვითარდება და გვაქვს მუდმივი პროგრესი. ბევრი რამ უნდა გაკეთდეს კიდევ დამატებით იმისთვის, რომ ეს ორი ფუნქცია კიდევ უფრო გაძლიერდეს საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ ყურადღება სახალხო დამცველთან თანამშრომლობაზე გაამახვილა. მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართვა პარლამენტის საქმიანობაში. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ამ მხრივ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში კარგი პრაქტიკაა ჩამოყალიბებული.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კომიტეტსა და კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
მსგავსი სიახლეები

აკაკი ზოიძემ განაცხადა, რომ მარიხუანას უკანონოდ მოყვანა სამედიცინო მიზნებისთვის, კვლავ დასჯადი რჩება.

ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომელიც უნდა გადაიდგას, რათა ეს მძიმე მდგომარეობა, რაც შეიძლება, მალე იქნას დაძლეული”

მამუკა ბახტაძე: 20 წლის წინ ჩვენ გადავდგით პრინციპული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ცივილიზაციური არჩევანისა – ევროპულ ოჯახში დაბრუნებისთვის

„სადამკვირვებლო მისიის რეკომენდაციებზე მუშაობას დავიწყებთ, რათა ის ხარვეზები აღმოვფხვრათ, რაც ეუთო-ს ანგარიშში აისახა“
