პარლამენტის თავმჯდომარემ, აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების რეალიზებისათვის.

პარლამენტის თავმჯდომარემ, აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების რეალიზებისათვის.

„რა თქმა უნდა, რუსული პროპაგანდა შემაშფოთებელია და აქტიური მუშაობაა საჭირო იმისათვის, რომ შესაბამისი რისკების პრევენცია მოხდეს. ჩვენ ამაზე აქტიურად ვმუშაობთ. ვმუშაობთ მათ შორის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა. იმ რეჟიმში, როდესაც ოკუპირებულია ჩვენი ორი ისტორიული რეგიონი, ასეთი პროპაგანდა ჩემთვის, პირადად, აბსოლუტურად მიუღებელია”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების რეალიზებისათვის.

„ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენი სტრატეგიული მიზნები უზრუნველყოფილი იყოს, ასევე მთავარია, რომ გაგრძელდეს მუშაობა საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების რეალიზებისათვის. ეს პრიორიტეტებია, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი დასავლური ინტეგრაცია, ნატო-ში ინტეგრაცია, ევროკავშირში ინტეგრაცია და ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული მიზანია დე-ოკუპაცია და  ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ამ მიმართულებით უნდა გაკეთდეს ყველაფერი, მათ შორის, პროპაგანდის თვალსაზრისით უნდა მივიღოთ შესაბამისი ზომები”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები