პარლამენტის თავმჯდომარე თიანეთში მერის არჩევნების საკითხს ეხმაურება

პარლამენტის თავმჯდომარე თიანეთში მერის არჩევნების საკითხს ეხმაურება

პარლამენტის თავმჯდომარე თიანეთში მერის არჩევნების საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ „თუ არსებობს გარკვეული ეჭვი ხარვეზებთან დაკავშირებით, მიმართონ საარჩევნო ადმინისტრაციას ან სასამართლოს.
მისივე თქმით, ნებისმიერ კანდიდატის უფლებაა მიმართოს საოლქო საარჩევნო კომისიას ან სასამართლოს.
“თუ არსებობს ხარვეზები, ამისათვის არსებობს სამართლებრივი გზა. ნებისმიერ კანდიდატს შეუძლია მიმართოს როგორც საოლქო საარჩევნო კომისიას, ისე ზოგადად საარჩევნო ადმინისტრაციას და სასამართლოს. მე ყველას ვურჩევ, თუ არსებობს გარკვეული ეჭვი ხარვეზებთან დაკავშირებით, მიმართოს შესაბამისად საარჩევნო ადმინისტრაციას ან სასამართლოს”,- განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ თვითმმართველი თემის მერის არჩევნებში თიანეთში, ოცივე საარჩევნო უბნის შედეგების მიხედვით, თამაზ მეჭიაურმა 3077 ხმა მიიღო და “ქართული ოცნების” კანდიდატს ლელა ქიტესაშვილს 7 ხმით მოუგო, თუმცა თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ბათილად ცნობილი ბიულეტენები აღდგა და ბოლო მონაცემებით, მერობის კანდადატს თამაზ მეჭიაურს მიღებული აქვს ამომრჩევლეთა ხმების 49.97% (3077 ხმა), ხოლო “ქართული ოცნების“ კანდიდატს ლელა ქიტესაშვილს – 50.03% (3081 ხმა).
ცნობისთვის, თიანეთის მერობის კანდიდატი თამაზ მეჭიაური არჩევნებში მიღებული ხმების დასაცავად სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.
მეჭიაურის განცხადებით, თუ სასამართლო მის სარჩელს არ დააკმაყოფილებს, ბრძოლას კანონის ფარგლებში გააგრძელებს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები