პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ადვოკატებს პროფესიულ დღეს ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ადვოკატებს პროფესიულ დღეს ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.
„ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო პროფესიის წარმომადგენლებს – ადვოკატებს ვულოცავ პროფესიულ დღეს! თქვენი ყოველდღიური საქმიანობა ადამიანის უფლებების დაცვასა და სამართლის უზენაესობის განმტკიცებას ემსახურება, რაც თქვენს პროფესიას გამორჩეულს ხდის. ადვოკატის პროფესიას თავად ქვეყნის უმთავრესი კანონი – კონსტიტუცია იცავს, რომლის ახალი რედაქცია კიდევ უფრო აძლიერებს თქვენს დამოუკიდებლობასა და პროფესიულ გარანტიებს. ეს თავისთავად მეტყველებს თქვენი – ადვოკატების განსაკუთრებულ როლსა და ადგილზე სახელმწიფოში. კიდევ ერთხელ, გულითადად გილოცავთ ამ დღეს და წარმატებებს გისურვებთ თქვენს პროფესიულ საქმიანობაში“,- აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.
კატეგორიები:
პოლიტიკა
მსგავსი სიახლეები

ანდრის მამიკინსი საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს თამარ ხულორდავას შეხვდა.

„ხელფასების გაორმაგება შეიძლება მაშინ, როდესაც ქალაქში ყველა ის პრობლემა იქნება მოგვარებული, რომელიც მოსახლეობას აწუხებს“

გიორგი გახარია – ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა უნდა იზრუნონ თავიანთ თანამშრომლებზე და აღჭურვონ ისინი უსაფრთხოებისთვის აუცილებელი საშუალებებით
