პარლამენტის თავმჯდომარე,ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელ, კრისტიან დანიელსს შეხვედა

პარლამენტის თავმჯდომარე,ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელ, კრისტიან დანიელსს შეხვედა

,,ჩნდება მეტი შესაძლებლობა შეთანხმებისთვის“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელ, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ტექსტი თანდათან იღებს ისეთ სახეს, რომ უფრო მეტი თანხმობის მოძებნა შეიძლება, ვიდრე დაპირისპირების.

„ვფიქრობ, რომ პროცესი წინ მიდის და ჩნდება მეტი შესაძლებლობა შეთანხმებისთვის. ტექსტი, რომლის დეტალებზე ჩვენ არ ვსაუბრობთ. მიხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ნაწილი ამ შეთანხმებას არღვევს და საუბრობს, ჩვენ წესების დაცვით ვაწარმოებთ ამ დიალოგს. ტექსტი თანდათან იღებს ისეთ სახეს, რომ უფრო მეტი თანხმობის მოძებნა შეიძლება, ვიდრე დაპირისპირების“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, არც ერთი შეხვედრა არ არის ზუსტად იგივე, როგორიც იყო წინა.

„შეხვედრები ამ თანმიმდევრობით ტარდება იმიტომ, რომ გარკვეული ცვლილებები შედის მოლაპარაკებების საკითხში. მე მაქვს მოლოდინი, რომ ოპოზიცია პრაგმატულ ნაბიჯებს გადადგამს, მათ ინტერესებშიც არის, რომ ეს შეთანხმება შედგეს და ქუჩიდან დაბრუნდეს პოლიტიკურ პროცესში. ჩვენ ძალით არავის ვეხვეწებით პარლამენტში შემოსვლას, თუმცა ის საკითხები, რომლებიც მათ შარლ მიშელთან დააყენეს, ავტომატურად მოითხოვს პარლამენტში ჩართულობას“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მან ინსტიტუტების კონსოლიდაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„მოვისმინეთ კომენტარები, რომ ეს არის გარდამავალი პარლამენტი, დროებითი პარლამენტი. მინდა გითხრათ, რომ მსოფლიოში ყველა პარლამენტი არის დროებითი და 4 წელიწადში არის არჩევნები და იცვლება მისი შემადგენლობა. ამიტომ, პარლამენტის დაკნინებას ნუ ვეცდებით. ჩვენი ინსტიტუტების კონსოლიდაციას ვეცადოთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები