პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ელექტრონულ პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებს ეხმაურება.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ელექტრონულ პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებს ეხმაურება.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ელექტრონულ პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებს ეხმაურება.

მისი თქმით, ოპონენტები ცდილობენ, სხვადასხვა ინსტიტუტის გადაწყვეტილება ხელისუფლებას დააბრალონ.

“ეს ბრალდებები არის ოპოზიციის ამ ნაწილის ტრადიციულ სტილში, როგორც კი რაიმე გადაწყვეტილებას იღებს ნებისმიერი ინსტიტუტი, არა მხოლოდ პარლამენტი, საკონსტიტუციო სასამართლო იქნება თუ საერთაშორისო სასამართლო, ოპოზიციის ეს ნაწილი იკრიბება და იწყებს ფიქრს, თუ როგორ შეიძლება ეს ხელისუფლებას დააბრალოს. ზოგჯერ ეს მარჯვედ გამოსდით, ზოგჯერ საერთოდ აზრს მოკლებულია მათი ბრალდებები. ამ შემთხვევაშიც, თუ თქვენ ნახავთ, ვინ შეიტანა ეს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში და რეალურად, ვინ იყო რეფორმების ინიციატორი და მომხრე, რომ მთლიანად ელექტრონულ მოწმობებზე გადასვლა მომხდარიყო, ადვილად მივხვდებით, თუ სად არის სიმართლე. ჩვენ გვახსოვს ბოლო არჩევნებშიც პირადობის მოწმობებთან დაკავშირებული ცრუ სკანდალიც. საბოლოო ჯამში გაირკვა, რომ მათთანვე დაკავშირებული ადამიანების და ორგანიზაციების შეგროვებული იყო 90- იან წლებში და იმ ადამიანების ნაწილს ჰქონდათ ახალი ბარათები და ნაწილი უკვე აღარ იყო ამომრჩეველი. ასე, რომ კოლეგებს ვთხოვ, ნუ აჩქარდებიან, შეიძლება შემდგომ თავისივე განცხადებების გამო საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ,”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისათვის, საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა სადავო ნორმის მოქმედება, რომლის მიხედვითაც, პირადობის მოწმობა მხოლოდ ელექტრონული, ე.წ. ჩიპიანი უნდა იყოს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლება პირადობის მოწმობებით საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას გეგმავს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები